გერმანისტიკის მიმართულების დოქტორანტთა მეორე კონფერენცია გაიმართა

სურათი

გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის - DAAD-ის მხარდაჭერითა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით გერმანისტიკის მიმართულების დოქტორანტთა მეორე კონფერენცია გაიმართა. სესიაზე საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დოქტორანტებმა სადოქტორო ნაშრომების პროექტები წარმოადგინეს და კვლევის მეთოდოლოგიასთან ერთად კვლევის პროცესში წამოჭრილი პრობლემების დაძლევის გზები განიხილეს. მომავალმა მკვლევრებმა ასევე ისაუბრეს დოქტორანტთა მხარდამჭერი საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების საგრანტო პროექტებზე. კონფერენციის მუშაობაში გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი, პროფესორი ელიზაბეთ ფენორი და DAAD-ის პროფესორი თურქეთში (ათათურქის უნივერსიტეტი) ენრიკო ლიპმანი მონაწილეობდნენ.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა