
19 ივნისს, 17:00 საათზე, №55 აუდიტორიაში სოციოლოგიის სამაგისტრო პროგრამის პრეზენტაცია გაიმართება. პროგრამის წარდგინებას გამართავენ: უნივერსიტეტის რექტორი - მერაბ ხალვაში, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი - მარინა გიორგაძე, სოციოლოგიის სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი - ლალი ანთიძე და თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორი, სოციოლოგი - იაგო კაჭკაჭიშვილი სტუდენტებთან ერთად.
პრეზენტაცია ტარდება ნებისმიერი სპეციალობის მეოთხეკურსელთათვის და ასევე ყველა დაინტერესებული პირისთვის ვისაც სურს სწავლის გაგრძელება სოციოლოგიის სამაგისტრო პროგრამაზე და ეროვნულ გამოცდებზე აბარებს A ტიპის ტესტს.
უკან |