წმიდა თამარ მეფის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტთან მემორანდუმი გაფორმდება

სურათი

თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტს შორის. ბსუ-ს რექტორთან, პროფესორ ალიოშა ბაკურიძესთან გამართულ შეხვედრაზე წმიდა თამარ მეფის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა, არქიმანდრიტმა ადამ ახალაძემ თანამშრომლობის მიმართულებებზე ისაუბრა. მემორანდუმის ფარგლებში ამოქმედდება გაცვლითი პროგრამები, ჩატარდება ერთობლივი კონფერენციები, სიმპოზიუმები, სემინარები, ტრენინგები და შემოქმედებითი საღამოები. ხელშეკრულების თანახმად, გამოიცემა სახელმძღვანელოები, სამეცნიერო შრომები, კრებულები და მონოგრაფიები. მხარეთა შეთანხმებით, 10 ოქტომბერს ბათუმში გაიმართება ლიტერატურულ-მუსიკალური წარმოდგენა.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა