სამეცნიერო სემინარი „ევრაზიულობის თეორია“ ჩატარდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებისათვის. ლოზანის უნივერსიტეტის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ენათმეცნიერების ისტორიის და ეპისტემოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა, პროფესორმა პატრიკ სერიომ ლექცია წაიკითხა თემაზე: „ევრაზიულობა: საბუნებისმეტყველო-მეცნიერული მიდგომა ჰუმანიტარული დარგებისადმი (პ. სავიცკი და პლატონიზმი)“. სემინარის ფარგლებში შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის სახელმწიფო საგრანტო პროექტი „ევრაზიულობის თეორია და საქართველო“ წარმოადგინა პროექტის თანახელმძღვანელმა გრიგოლ ჯოხაძემ. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა თინათინ ბოლქვაძემ იმ საარქივო მასალებზე ისაუბრა, რომლებიც მოიძია პრაღაში ევრაზიულობის თეორიის მიმდევართა შესახებ.
უკან |