ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიკოს ვიქტორ კუპრაძის 110 წლისადმი მიძღვნილი საქართველოს მათემატიკოსთა კავშირის IV საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა. ერთი კვირის განმავლობაში 63 უცხოელი და 162 ქართველი პროფესორ-მასწავლებელი თანამედროვე მათემატიკის აქტუალურ საკითხებზე ცხრა სექციის მიმართულებით იმუშავებს. საერთაშორისო კონფერენცია ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის, საქართველოს მათემატიკოსთა კავშირისა და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ორგანიზებით იმართება.
საქართველოს მათემატიკოსთა კავშირის IV საერთაშორისო კონფერენციის სექციები:
• ალბათობის თეორია და მათემატიკური სტატისტიკა, ფინანსური მათემატიკა;
• ბუნებრივი ენების ლოგიკა და გამოთვლითი ლინგვისტიკა;
• გამოყენებითი ლოგიკა და პროგრამირება;
• დიფერენციალური და ინტეგრალური განტოლებები;
• მათემატიკური განათლება და ისტორია;
• მათემატიკური მოდელირება და რიცხვითი ანალიზი;
• ნამდვილი და კომპლექსური ანალიზი;
• ტოპოლოგია, ალგებრა და რიცხვთა თეორია;
• უწყვეტ გარდაქმნათა მექანიკა.
უკან |