უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ალიოშა ბაკურიძე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პროფესორ-მასწავლევლებს შეხვდა, სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და არსებული სიახლეები გააცნო. 2013-2014 სასწავლო წლიდან განათლებისა და მეცნიერებათა ფაკულტეტის რეორგანიზაციის საფუძველზე ჩამოყალიბდა: ჰუმანიტარულ მეცნიერებათა, განათლების, ფიზიკა-მათემატიკის და კომპიუტერების, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტები. შეიქმნება სალექციო კურსების ელექტრონული ბიბლიოთეკა, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის. სტუმარი-პროფესორის სტატუსით ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სხვადასხვა მიმართულებით ლექციებს წაიკითხავენ უცხოელი პროფესორ-მასწავლებლები და ექსპერტები.
უკან |