ტემპუსის პროექტი „სტუდენტთა კარიერის განვითარების ცენტრის შექმნა საქართველოში“

სურათი

ტემპუსის პროექტის „სტუდენტთა კარიერის განვითარების ცენტრის შექმნა საქართველოში“ ფარგლებში სემინარი გაიმართა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში. პროექტის კოორდინატორმა, დოქტორმა იოლანტა ვაიჩიუნაიტემ (ვილნიუსის უნივერსიტეტი, ლიტვა), ექსპერტებმა: ჯილიან დევისმა (ესექსის უნივერსიტეტი, დიდი ბრიტანეთი), მონიკა ანდრასიმ (კორვინუს უნივერსიტეტი, უნგრეთი) და პროფესორმა ჩაბა ფორგასმა (კორვინუს უნივერსიტეტი, უნგრეთი) მოხსენებები წაიკითხეს კარიერული განვითარების სერვისის შექმნის, განვითარებისა და დანერგვის შესახებ. მომხსენებლებმა პროექტის პარტნიორი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებთან ერთად ასევე განიხილეს დამსაქმებლებთან ურთიერთობის, დასაქმებულ კურსდამთავრებულებთან უწყვეტი კავშირის შენარჩუნებისა და დამსაქმებელთა ფორუმის ორგანიზების საკითხები.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა