სტუდენტური თვითმმართველობის მხარდაჭერით ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსტეტეტში „შიშველმა თეატრმა“ სპექტაკლი „სტუმარი“ წარმოადგინა. ერთმოქმედებიანი სპექტაკლი რეჟისორმა ნანა კვასხვაძემ ვუდი ალენის მოტივებზე დადგა და ადამიანისა და სიკვდილის ურთიერთობას ეძღვნება. 2005 წელს საქართველოს თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა ბაზაზე დაარსებული „შიშველი თეატრის“ მხატვრული მიმართულება პოსტმოდერნისტულია და პიტერ ბრუკისა და გროტოვსკის თეორიულ პოსტულატებს ეყრდნობა.
უკან |