სემინარი ტემპუსის საგრანტო პროექტის ფარგლებში

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ტემპუსის საგრანტო პროექტის „უნივერსიტეტი-საწარმო ურთიერთობის გაუმჯობესება კომპეტენციებზე დაფუძნებული სწავლების გზით სომხეთში, უკრაინასა და საქართველოში“ ფარგლებში სემინარი ტარდება. ხუთი დღის განმავლობაში ბელგიის სანტ-ლიუვენის კათოლიკური უნივერსიტეტის პროფესორი კრის ვან კერი და საფრანგეთის გრენობლის აკადემიის საერთაშორისო ურთიერთობათა სამსახურის წარმომადგენელი ესტერ გრუნკემაიჯერი პროფესორ-მასწავლებლებსა და დოქტორანტებს სიახლეებს გააცნობენ უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა დამსაქმებლებთან, საწარმოებთან და პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გაუმჯობესების მექანიზმებზე. სემინარზე განხილული იქნება უნივერსიტეტის განვითარებისთვის ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა: დაწესებულების ძლიერი და სუსტი მხარეების ანალიზი, პოლიტიკური და სოციალური რისკების ანალიზი, პროექტების მართვა, საგანმანათლებლო პროგრამის პროფილის განსაზღვრა, დაწესებულების სტრატეგიული გეგმის შემუშავების სპეციფიკა და თავისებურებები.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა