სხვა უმაღლესი სასწავლებლებიდან ბსუ–ში მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველი სტუდენტი ვალდებულია განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ელექტრონულ პორტალზე (www.students.eqe.ge) გაიაროს რეგისტრაცია 2017 წლის 25 ივლისიდან 17 აგვისტოს 18 საათამდე.
სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან ბსუ–ში გადმოსვლის მსურველებმა 2017 წლის 24, 25, 28, 29, 30, 31 აგვისტოს ჩათვლით უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:
- ა) განცხადება;
- ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
- გ) სრული ზოგადი განათლების მიღების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- დ) სასწავლო ბარათის დამოწმებული ასლი/აკადემიური ცნობა სტუდენტის მიერ ათვისებული კრედიტების შესახებ;
- ე) საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის ბრძანების დამოწმებული ასლი;
- ვ) უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
კრედიტების აღიარების დასკვნაზე თანხმობის შესახებ განცხადების რეგისტრაცია იწარმოებს 2017 წლის 4, 5, 6 სექტემბრის ჩათვლით;
მისამართი: ნინოშვილის ქუჩა № 35, ოთახი № 1 (კანცელარია)
ტელ.: +995 577 44 54 00
აკადემიური საბჭოს დადგენილება №58, 7 ივლისი 2017 წელი
2017-2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის მობილობის/შიდა მობილობის კონტიგენტის განსაზღვრის შესახებ
უკან |