შეხვედრა აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის წარმომადგენლებთან

სურათი

ტურიზმის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართული აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის წარმომადგენლებისა და ტურიზმის ფაკულტეტის სტუდენტების შეხვედრა. დეპარტამენტის თავმჯდომარემ დემურ დიასამიძემ ახალგაზრდებს ტურიზმის პოლიტიკა, განხორციელებული და დაგეგმილი პროექტები გააცნო და რეგიონის სარეკლამო-საინფორმაციო მასალები წარუდგინა. დაიგეგმა ერთობლივი პროექტების შემუშავება და განხორციელება. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და უწყების ხელმძღვანელმა მომავალი კოლეგების აქტუალურ შეკითხვებს უპასუხა.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა