დოქტორანტობის კანდიდატთა საყურადღებოდ!

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2017-2018 სასწავლო წლისათვის აცხადებს მიღებას სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამებზე (№ 1 დანართი)

დოქტორანტობის კანდიდატთა საბუთების მიღება (რეგისტრაცია)  იწარმოებს    2017 წლის 21 აგვისტოდან 25 აგვისტოს ჩათვლით, 10 საათიდან 17 საათამდე შემდეგ მისამართზე: ქ. ბათუმი, რუსთაველის ქუჩა №32, ოთახი №2 (ყოფილი უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებლის კორპუსი მე-2 სართული);

ბსუ-მიმღებ კომისიაში  წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა

ა) განცხადება (შეავსეთ და ამობეჭდეთ);

ბ) დოქტორანტობის კანდიდატის სააპლიკაციო ფორმა (შეავსეთ და ამობეჭდეთ)

გ) მაგისტრის აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (2017 წელს კურსდამთავრებულთათვის -ცნობა აკადემიური ხარისხის მინიჭების თაობაზე, ბსუ-ს კურსდამთავრებულთათვის ბსუ-ს მიერ დამოწმებული დიპლომის ასლი);

დ) ერთსაფეხურიანი, ხუთწლიანი, უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მაგისტრის აკადემიურ ხარისხთან გათანაბრების დამადასტურებელი საბუთი (სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული);

ე) პირადობის მოწმობის (პასპორტის) ასლი;

ვ) 2 ფოტოსურათი ზომით 3X4–ზე და ელექტრონული ვერსია CD დისკზე;

ზ) წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);

თ) სადოქტორო კვლევითი პროექტის მოკლე ანოტაცია და სავარაუდო სამეცნიერო ხელმძღვანელის თანხმობა(შეავსეთ და ამობეჭდეთ)

ი) უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

კ) სხვა დოკუმენტი, თუ ასეთს ითვალისწინებს შესაბამისი სადოქტორო პროგრამა.

 

დოქტორანტურაში მისაღები გამოცდები ჩატარდება ბსუ-ს საგამოცდო ცენტრში (მისამართი - ბათუმი, ფიროსმანის ქ. 12, ტექნოლოგიური ფაკულტეტის კორპუსი) შემდეგი განრიგით:

გამოცდა უცხო ენაში - 2017 წლის 1 სექტემბერს (გამოცდის დაწყების დრო 10:00 საათი);

გამოცდის შედეგები გამოცხადდება 2017 წლის 4 სექტემბერს;

საპრეტენზიო განცხადებების მიიღება - 2017 წლის 5 სექტემბერს, ბსუ-ს კანცელარიის მიერ;

საპრეტენზიო განცხადებებზე პასუხი გაიცემა-  2017 წლის 6 სექტემბერს.

გასაუბრება/გამოცდა სპეციალობაში - 2017 წლის 7 სექტემბერს (გამოცდის/გასაუბრების დაწყების დრო: 10:00 საათი):

გასაუბრების/გამოცდის შედეგები გამოცხადდება - 2017 წლის 8 სექტემბერს;

საპრეტენზიო განცხადებების მიღება - 2017 წლის 11 სექტემბერს, ბსუ-ს კანცელარიის მიერ;

საპრეტენზიო განცხადებებზე პასუხი გაიცემა - 2017 წლის 12 სექტემბერს.

 გამოცდაზე დასასწრებად კონკურსანტმა უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან პასპორტი;

საკონტაქტო ინფორმაცია:

ელ. ფოსტა: graduatestudies@bsu.edu.ge

ტელ.: + 995 599 79-92-90

 

სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამები:

 

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

განათლების ფაკულტეტი

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი

ფიზიკა-მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა

საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი

 

უცხო ენების ტესტების ნიმუშები ლინგვისტიკის სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამისათვის (გარდა ქართული ფილოლოგიის მიმართულებისა)

უცხო ენების ტესტების ნიმუშები გამოცხადებულ სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამებისათვის (მათ შორის ქართული ფილოლოგიის მიმართულებით)

 

  განცხადება
  ვაკანტური დგილები
  თანხმობა
  სააპლიკაციო ფორმა
  ბრძანება

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა