განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის უფროსი მამუკა ბერიაშვილი პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს შეხვდა

სურათი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის უფროსი მამუკა ბერიაშვილი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ ალიოშა ბაკურიძესთან ერთად პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს შეხვდა. სამინისტროს წარმომადგენელმა შეხვედრაზე განათლებისა და მეცნიერების რეფორმებსა და უმაღლესი განათლების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებზე ისაუბრა. ყურადღება გაამახვილა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ახალ მმართველობით ორგანოზე - სენატზე, სტატუსზე, ავტონომიურობაზე, საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროგრამებზე, აკადემიური პერსონალის არჩევის წესზე, სტუდენტური პარლამენტის შექმნასა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე. მამუკა ბერიაშვილმა სტუდენტებს სადოქტორო პროგრამების დაფინანსების ახალი წესი, გაცვლითი პროგრამები და სტიპენდიები გააცნო. სამინისტროს დაფინანსებით გაიზრდება წიგნების ფონდის ბიუჯეტი და ინტერდისციპლინარული სამეცნიერო პროექტები მეცნიერების სხვადასხვა დარგში. შეხვედრა დიალოგის რეჟიმში წარიმართა და დეპარტამენტის უფროსმა პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტების აქტუალურ შეკითხვებს უპასუხა.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა