2017 წლის 14-18 სექტემბერს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ტარდება მე-9 საერთაშორისო კონფერენცია „მშენებლობის და არქიტექტურის პრობლემები“. კონფერენციის მიზანია მშენებლობასა და არქიტექტურაში არსებული პრობლემები წარმოჩენა, გადაჭრა და მეცნიერთა გამოცდილების გაზიარება. კონფერენციის მონაწილეები იმუშავებენ შემდეგ 4 სექციაში:
1. ჰიდროტექნიკური ნაგებობების მშენებლობა; სამოქალაქო მშენებლობა, სამშენებლო კონსტრუქციები;
2. ტრანსპორტის პრობლემები მშენებლობაში;
3. არქიტექტურის პრობლემები;
4. საინჟინრო სისტემები და ანალიზი.
საერთაშორისო კონფერენციის ორგანიზატორები:
1. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
2. სომხეთის არქიტექტურულ-სამშენებლო ნაციონალური უნივერსიტეტი;
3. პეკინის მშენებლობისა და არქიტექტურის უნივერსიტეტი;
4. ჩესტოხოვოს ტექნოლოგიური უნივერსიტეტი;
5. სანკ-პეტერბურგის არქიტექტურულ-სამშენებლო სახელმწიფო უნივერსიტეტი;
6. ოსტრავის ტექნიკური უნივერსიტეტი;
7. ფლორენციის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
8. განათლებისა და მეცნიერების პროგრესი.
უკან |