პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრაცია

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას შემდეგ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე:

  • მეფუტკრე (III საფეხური)
  • ვებპროგრამისტი (V საფეხური)
  • ვებინტერფეისის დეველოპერი (III საფეხური)
  • ვებინტერფეისის დიზაინერი (III საფეხური)
  • ელექტრონული და ციფრული მოწყობილობების დიაგნოსტიკოს-შემკეთებელი (III საფეხური)
  • ბუღალტერ-ტექნიკოსი (III საფეხური)
  • ბაგა-ბაღის აღმზრდელი პედაგოგი (V საფეხური)
  • პრაქტიკოსი ექთანი (V საფეხური)
  • ფარმაცევტის თანაშემწე (IV საფეხური)
  • ბიბლიოთეკარი (IV საფეხური)
  • კორესპონდენტი (III საფეხური)
  • არქიტექტორ-ტექნიკოსი (IV საფეხური) (მოდულური პროგრამა)
  • მშენებლობის მწარმოებელი (IV საფეხური)
  • სარესტორნო საქმისწარმოება (III საფეხური)
  • კომპიუტერული ქსელებისა და სისტემების ტექნიკოსი (III საფეხური)

რეგისტრაცია:  პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის მსურველებს რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ  2017 წლის 04 ოქტომბრიდან 15 ოქტომბრის ჩათვლით 10:00-დან 17:00 საათამდე.

მისამართი: ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, (ქალაქი ბათუმი, ნინოშვილის/რუსთაველის N32/35, მე-3 კორპუსში (ყოფილი საერთო საცხოვრებლის შენობა), მეოთხე სართულზე, ოთახი N 404). 

ასევე შესაძლებელია რეგისტრაციის გავლა რესურსცენტრებსა და ონლაინრეჟიმში შემდეგ მისამართზე: www.vet.emis.ge.

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე დარეგისტრირებულ  აპლიკანტთა პრეტესტი (იმიტირებული გამოცდა) ჩატარდება 2017 წლის 28 ოქტომბერს (პრეტესტის ჩატარების ადგილი მითითებული იქნება რეგისტრაციის შედეგად აღებულ საგამოცდო ბარათში).

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაციის უფლება აქვთ საშუალო განათლების მქონე, ხოლო III საფეხურის პროგრამებზე საბაზისო განათლების მქონე აპლიკანტებს.

მისაღები გამოცდა (ტესტირება) 2017 წლის 29 ოქტომბერს, სწავლა დაიწყება 2017 წლის 27 ნოემბერს.


რექტორის ბრძანება №01-08/75, 19 სექტემბერი 2017 წელი
საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე 2017-2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის მიღების გამოცხადების შესახებ.

რექტორის ბრძანება №01-08/83
"სსიპ - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებძე 2017-2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის მიღების გამოცხადების შესახებ" ბსუ-ს რექტორის 2017 წლის 19 სექტემბრის N01-08/75 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა