სოციალური პროგრამა "სტუდენტთა შეღავათები სწავლის საფასურში"

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს მოქალაქეობის მქონე, ბსუ-ს უმაღლესი აკადემიური განათლების პირველი საფეხურის II, III, IV, V, VI სასწავლო წლის სტუდენტებს, ხოლო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე აკადემიური უმაღლესი განათლების სამივე საფეხურის სტუდენტებს, სწავლების მე-2 სემესტრიდან.

პროგრამის მიხედვით კონკურსანტებს შეღავათები შეიძლება მიენიჭოს შემდეგი შეფასების კრიტერიუმების გათვალისწინებით:

 

) სტუდენტს, რომლის ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, მისი ოჯახის სარეიტინგო ქულა ტოლია ან ნაკლებია 100 000 – ზე და წინა სემესტრის შედეგების მიხედვით, ყველა სასწავლო დისციპლინაში მიღებული შეფასებები, საშუალო არითმეტიკულით ტოლი ან მეტია 71 ქულაზე;

 

) სტუდენტს, რომელიც არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და წინა სემესტრის შედეგების მიხედვით ყველა სასწავლო დისციპლინაში მიღებული აქვს  შეფასებები, ტოლი ან მეტია 51 ქულაზე;

)სტუდენტს, რომელიც არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულის ან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარებულის შვილი და წინა სემესტრის შედეგების მიხედვით ყველა სასწავლო დისციპლინაში მიღებული შეფასებები, საშუალო არითმეტიკულით ტოლი ან მეტია 71 ქულაზე;

        ).1.  სტუდენტს,  რომელიც არის  საქართველოს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის შვილი და წინა სემესტრის შედეგების მიხედვით ყველა სასწავლო დისციპლინაში მიღებული შეფასებები, საშუალო არითმეტიკულით ტოლი ან მეტია 71 ქულაზე;

)  სტუდენტს, რომელიც არის ობოლი (დედით ან მამით) და წინა სემესტრის შედეგების მიხედვით ყველა სასწავლო დისციპლინაში მიღებული შეფასებები, საშუალო არითმეტიკულით ტოლი ან მეტია 71 ქულაზე;

 

სტუდენტს, რომელიც არის იძულებით გადაადგილებული (დევნილის) სტატუსის მქონე და წინა სემესტრის შედეგების მიხედვით ყველა სასწავლო დისციპლინაში მიღებული შეფასებები, საშუალო არითმეტიკულით ტოლი ან მეტია 71 ქულაზე;

 

) სტუდენტს, რომელიც  არის მრავალშვილიანი (ოთხი და მეტი)  ოჯახის წევრი და წინა სემესტრის შედეგების მიხედვით ყველა სასწავლო დისციპლინაში მიღებული შეფასებები, საშუალო არითმეტიკულით ტოლი ან მეტია 71 ქულაზე;

 

)სტუდენტს, რომელიც მიეკუთვნება შესაბამისი კომპეტენციის მქონე სახელმწიფო უწყების მიერ დადგენილი ეკომიგრანტის (სტიქიით დაზარალებული) ოჯახს, რომლის სახლის დაზიანება შეფასებულია პირველი ან მეორე კატეგორიით და წინა სემესტრის შედეგების მიხედვით ყველა სასწავლო დისციპლინაში მიღებული შეფასებები, საშუალო არითმეტიკულით ტოლი ან მეტია 71 ქულაზე;

 

)სტუდენტს, რომელიც არის მარტოხელა დედა, რაც დასტურდება შესაბამისი კომპეტენციის მქონე სახელმწიფო უწყების მიერ გაცემული დოკუმენტებით და წინა სემესტრის შედეგების მიხედვით ყველა სასწავლო დისციპლინაში მიღებული შეფასებები, საშუალო არითმეტიკულით ტოლი ან მეტია 61 ქულაზე;

 

)სტუდენტს, რომელიც არის მხოლოდ ერთი მშობლის მზრუნველობის ქვეშ, რაც დასტურდება შესაბამისი კომპეტენციის სახელმწიფო უწყების მიერ გაცემული დოკუმენტებით და წინა სემესტრის შედეგების მიხედვით ყველა სასწავლო დისციპლინაში მიღებული შეფასებები, საშუალო არითმეტიკულით ტოლი ან მეტია 71 ქულაზე;

)სტუდენტს, რომლის და ან/და ძმა ასევე არის ბსუ-ს სტუდენტი და წინა სემესტრის შედეგების მიხედვით ყველა სასწავლო დისციპლინაში მიღებული შეფასებები, საშუალო არითმეტიკულით ტოლი ან მეტია 71 ქულაზე;

 

პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტები

კატეგორიების მიხედვით:

1.    სტუდენტმა - რომლის ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, მისი ოჯახის სარეიტინგო ქულა ტოლია ან ნაკლებია 100 000 – ზეა უნდა წარმოადგინოს:

 

ა) განცხადება;

ბ) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლი;

           გ) ფაკულტეტის მიერ გაცემული ცნობა სტუდენტის წინა სემესტრის აკადემიური მოსწრების შესახებ (ცნობა გაიცემა მხოლოდ სტუდენტის აქტიურ სტატუსში მყოფ პირებზე);

          დ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის მოწმობის ასლი (სარეიტინგო ქულა ტოლია ან ნაკლებია 100 000 –ზე);

 

2.    სტუდენტს, რომელიც  არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე  უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება;

ბ) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ფაკულტეტის მიერ გაცემული ცნობა სტუდენტის წინა სემესტრის აკადემიური მოსწრების შესახებ (ცნობა გაიცემა მხოლოდ სტუდენტის აქტიურ სტატუსში მყოფ პირებზე);

      დ) შეზღუდული შესაძლებლობის დამადასტურებელი სამედიცინო ცნობა;

 

3.      სტუდენტმა, რომელიც არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულის ან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარებულის შვილი უნდა წარმოადგინოს:

 

ა) განცხადება;

ბ) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ფაკულტეტის მიერ გაცემული ცნობა სტუდენტის წინა სემესტრის აკადემიური მოსწრების შესახებ (ცნობა გაიცემა მხოლოდ სტუდენტის აქტიურ სტატუსში მყოფ პირებზე);

     დ) სსიპ - ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ გაცემული მოწმობის ასლი, რითაც დასტურდება, რომ სტუდენტი არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულის ან უგზო–უკვლოდ დაკარგულად აღიარებულის შვილი.

      ე)  კონკურსანტი ასევე ვალდებულია საკონკურსო განაცხადების შემოტანის პერიოდშივე უზრუნველყოს სტუდენტის სწავლის საფასურის გადახდაში შეღავათის მინიჭების თაობაზე მშობლის სანოტარო წესით დადასტურებული განცხადების წარმოდგენა (მშობელი უფლებამოსილია წერილობითი განცხადება უშუალოდ წარუდგინოს ბსუ-ს სტუდენტთა მომსახურებისა და მხარდაჭერის სამსახურს).

 

4) სტუდენტს,  რომელიც არის  საქართველოს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის შვილი უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება;

ბ) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ფაკულტეტის მიერ გაცემული ცნობა სტუდენტის წინა სემესტრის აკადემიური მოსწრების შესახებ (ცნობა გაიცემა მხოლოდ სტუდენტის აქტიურ სტატუსში მყოფ პირებზე);

     დ) სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ გაცემული მოწმობის ასლი, რითაც     დასტურდება, რომ სტუდენტი არის საქართველოს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის შვილი;

     ე) კონკურსანტი ასევე ვალდებულია საკონკურსო განაცხადების შემოტანის პერიოდშივე უზრუნველყოს სტუდენტის სწავლის საფასურის გადახდაში შეღავათის მინიჭების თაობაზე მშობლის სანოტარო წესით დადასტურებული განცხადების წარმოდგენა (მშობელი უფლებამოსილია წერილობითი განცხადება უშუალოდ წარუდგინოს ბსუ-ს სტუდენტთა მომსახურებისა და მხარდაჭერის სამსახურს).

 

5)  სტუდენტმა,  რომელიც არის ობოლი (დედით ან მამით) უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება;

ბ) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ფაკულტეტის მიერ გაცემული ცნობა სტუდენტის წინა სემესტრის აკადემიური მოსწრების შესახებ (ცნობა გაიცემა მხოლოდ სტუდენტის აქტიურ სტატუსში მყოფ პირებზე);

      დ) მშობლის გარდაცვალების მოწმობის ასლი (დედანთან ერთად);

ე) კონკურსანტი ასევე ვალდებულია საკონკურსო განაცხადების შემოტანის პერიოდშივე უზრუნველყოს სტუდენტის სწავლის საფასურის გადახდაში შეღავათის მინიჭების თაობაზე მშობლის სანოტარო წესით დადასტურებული განცხადების წარმოდგენა (მშობელი უფლებამოსილია წერილობითი განცხადება უშუალოდ წარუდგინოს ბსუ-ს სტუდენტთა მომსახურებისა და მხარდაჭერის სამსახურს).

 

6)  სტუდენტმა, რომელიც არის იძულებით გადაადგილებული (დევნილის) სტატუსის მქონე  უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება;

ბ) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ფაკულტეტის მიერ გაცემული ცნობა სტუდენტის წინა სემესტრის აკადემიური მოსწრების შესახებ (ცნობა გაიცემა მხოლოდ სტუდენტის აქტიურ სტატუსში მყოფ პირებზე);

     დ)საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა  განსახლებისა და ლტოლვილთა  სამინისტროს მიერ გაცემული იძულებით  გადაადგილებული პირის (დევნილის) სტატუსის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

ე) კონკურსანტი ასევე ვალდებულია საკონკურსო განაცხადების შემოტანის პერიოდშივე უზრუნველყოს სტუდენტის სწავლის საფასურის გადახდაში შეღავათის მინიჭების თაობაზე მშობლის სანოტარო წესით დადასტურებული განცხადების წარმოდგენა (მშობელი უფლებამოსილია წერილობითი განცხადება უშუალოდ წარუდგინოს ბსუ-ს სტუდენტთა მომსახურებისა და მხარდაჭერის სამსახურს).

 

7) სტუდენტმა, რომელიც  არის მრავალშვილიანი (ოთხი შვილით)  ოჯახის წევრი უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება;

ბ) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ფაკულტეტის მიერ გაცემული ცნობა სტუდენტის წინა სემესტრის აკადემიური მოსწრების შესახებ (ცნობა გაიცემა მხოლოდ სტუდენტის აქტიურ სტატუსში მყოფ პირებზე);

დ) მრავალშვილიანი (ოთხი და მეტი შვილით)ოჯახის წევრი სტუდენტისა და მისი და – ძმების დაბადების მოწმობის ასლები;

ე) კონკურსანტი ასევე ვალდებულია საკონკურსო განაცხადების შემოტანის პერიოდშივე უზრუნველყოს სტუდენტის სწავლის საფასურის გადახდაში შეღავათის მინიჭების თაობაზე მშობლის სანოტარო წესით დადასტურებული განცხადების წარმოდგენა (მშობელი უფლებამოსილია წერილობითი განცხადება უშუალოდ წარუდგინოს ბსუ-ს სტუდენტთა მომსახურებისა და მხარდაჭერის სამსახურს).

 

8) სტუდენტს, რომელიც მიეკუთვნება შესაბამისი კომპეტენციის მქონე სახელმწიფო უწყების მიერ დადგენილი ეკომიგრანტის (სტიქიით დაზარალებული) ოჯახს, რომლის სახლის დაზიანება შეფასებულია პირველი ან მეორე კატეგორიით უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება;

ბ) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ფაკულტეტის მიერ გაცემული ცნობა სტუდენტის წინა სემესტრის აკადემიური მოსწრების შესახებ (ცნობა გაიცემა მხოლოდ სტუდენტის აქტიურ სტატუსში მყოფ პირებზე);

დ) შესაბამისი კომპეტენციის მქონე სახელმწიფო უწყების მიერ გაცემული ცნობა, ეკომიგრანტის (სტიქიით დაზარალებული) სახლის დაზიანების პირველი ან მეორე კატეგორიის შესახებ;

ე) კონკურსანტი ასევე ვალდებულია საკონკურსო განაცხადების შემოტანის პერიოდშივე უზრუნველყოს სტუდენტის სწავლის საფასურის გადახდაში შეღავათის მინიჭების თაობაზე მშობლის სანოტარო წესით დადასტურებული განცხადების წარმოდგენა (მშობელი უფლებამოსილია წერილობითი განცხადება უშუალოდ წარუდგინოს ბსუ-ს სტუდენტთა მომსახურებისა და მხარდაჭერის სამსახურს).

 

9) სტუდენტმა, რომელიც არის მარტოხელა დედა, რაც დასტურდება შესაბამისი კომპეტენციის მქონე სახელმწიფო უწყების მიერ გაცემული დოკუმენტებით  უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება;

ბ) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ფაკულტეტის მიერ გაცემული ცნობა სტუდენტის წინა სემესტრის აკადემიური მოსწრების შესახებ (ცნობა გაიცემა მხოლოდ სტუდენტის აქტიურ სტატუსში მყოფ პირებზე);

დ) მარტოხელა დედობის დამადასტურებელი ცნობა, დოკუმენტი და ინფორმაციული სახის წერილობითი მტკიცებულება, რომლის საფუძველზეც შეიძლება სტუდენტს მიენიჭოს შესაბამისი შეღავათი.

ე) კონკურსანტი ასევე ვალდებულია საკონკურსო განაცხადების შემოტანის პერიოდშივე უზრუნველყოს სტუდენტის სწავლის საფასურის გადახდაში შეღავათის მინიჭების თაობაზე მშობლის სანოტარო წესით დადასტურებული განცხადების წარმოდგენა (მშობელი უფლებამოსილია წერილობითი განცხადება უშუალოდ წარუდგინოს ბსუ-ს სტუდენტთა მომსახურებისა და მხარდაჭერის სამსახურს).

 

10) სტუდენტმა, რომელიც არის მხოლოდ ერთი მშობლის მზრუნველობის ქვეშ, რაც დასტურდება შესაბამისი კომპეტენციის სახელმწიფო უწყების მიერ გაცემული დოკუმენტებით უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება;

ბ) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ფაკულტეტის მიერ გაცემული ცნობა სტუდენტის წინა სემესტრის აკადემიური მოსწრების შესახებ (ცნობა გაიცემა მხოლოდ სტუდენტის აქტიურ სტატუსში მყოფ პირებზე);

დ) ერთი მშობლის მზრუნველობის ქვეშ ყოფნის დამადასტურებელი ცნობა, დოკუმენტი და ინფორმაციული სახის წერილობითი მტკიცებულება, რომლის საფუძველზეც შეიძლება სტუდენტს მიენიჭოს შესაბამისი შეღავათი.

ე) კონკურსანტი ასევე ვალდებულია საკონკურსო განაცხადების შემოტანის პერიოდშივე უზრუნველყოს სტუდენტის სწავლის საფასურის გადახდაში შეღავათის მინიჭების თაობაზე მშობლის სანოტარო წესით დადასტურებული განცხადების წარმოდგენა (მშობელი უფლებამოსილია წერილობითი განცხადება უშუალოდ წარუდგინოს ბსუ-ს სტუდენტთა მომსახურებისა და მხარდაჭერის სამსახურს).

 

11) სტუდენტმა, რომლის და ან/და ძმა ასევე არის ბსუ-ს სტუდენტი უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება;

ბ) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ფაკულტეტის მიერ გაცემული ცნობა სტუდენტის წინა სემესტრის აკადემიური მოსწრების შესახებ (ცნობა გაიცემა მხოლოდ სტუდენტის აქტიურ სტატუსში მყოფ პირებზე);

დ) მისი და მისი დის ან ძმის დაბადების მოწმობის ასლი;

ე)  ცნობა სტუდენტის დის ან ძმის  სტუდენტის სტატუსის შესახებ;

ვ) კონკურსანტი ასევე ვალდებულია საკონკურსო განაცხადების შემოტანის პერიოდშივე უზრუნველყოს სტუდენტის სწავლის საფასურის გადახდაში შეღავათის მინიჭების თაობაზე მშობლის სანოტარო წესით დადასტურებული განცხადების წარმოდგენა (მშობელი უფლებამოსილია წერილობითი განცხადება უშუალოდ წარუდგინოს ბსუ-ს სტუდენტთა მომსახურებისა და მხარდაჭერის სამსახურს).

 

 საბუთების მიღება იწარმოებს მიმდინარე წლის 26 სექტემბრიდან 5 ოქტომბრის  ჩათვლით

 ბსუ–ს სტუდენტთა კარიერული განვითარების, კულტურისა და სპორტის სამსახურში:

 I კორპუსი, I სართული, №28 ოთახი.  T-  595-91-73-63 / 577-14-54-45 / 577-14-54-00 / 579-50-69-69;

 

  დანართი

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა