ლიტერატურული კონკურსი „შემოდგომის ლეგენდა“

სურათი

თუ ხარ შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებული, თუ გიყვარს ლიტერატურა - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და კომპანია „ჯეოსელი” გთავაზობთ სტუდენტურ ლიტერატურულ კონკურსს „შემოდგომის ლეგენდა“.

კონკურსი მეცხრედ ჩატარდება და  მასში თბილისთან ერთად, საქართველოს სხვადასხვა რეგიონის უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები ჩაერთვებიან. კონკურსში სამივე საგანმანათლებლო საფეხურის სტუდენტები მონაწილეობენ.

წელს ლეგენდის ფინალურ ტურს ბაკურციხეში მდებარე ევროპული სტილის კომპლექსი,  სარაჯიშვილების საგვარეულო მამული - „მაროშენი“ უმასპინძლებს. გაატარეთ შემოდგომის სამი დაუვიწყარი დღე კახეთში, გააცოცხლეთ თქვენი ლიტერატურული გმირები და გააცანით ისინი მთელ საქართველოს.

I ეტაპი – შიდაშესარჩევი ტური

მონაწილეობის მსურველებმა, 18 სექტემბრიდან - 15 ოქტომბრის ჩათვლით, კონკურსის ელ.ფოსტაზე – shemodgomis-legenda@tsu.ge უნდა გამოაგზავნოთ:

პროზაული ნაშრომი - მოთხრობა ან ნოველა (შესაძლებელია ნაწყვეტი ვრცელი ტექსტიდან) ნაბეჭდი სახით, არანაკლებ ერთი და არაუმეტეს სამი თაბახის გვერდისა; ჟანრი და თემა შეუზღუდავია; (შრიფტი - Sylfaen, ზომა - 11)

შევსებული ანკეტა, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზეა (www.tsu.edu.ge) განთავსებული.

 

უნივერსიტეტის ჟიური შიდაშესარჩევ ტურში გამოავლენს 10 ფინალისტს, რომლებიც მეორე ტურში გადაინაცვლებენ და მთავარი კონკურსის – იმპროვიზაციული ტურის მონაწილეები გახდებიან.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფულად პრემიას და კომპანია „ჯეოსელის“ პრიზებს გამარჯვებული სამეული მიიღებს:

 

I ადგილი 1000 ლარი და კონკურსის სიმბოლო

II ადგილი – 700 ლარი

III ადგილი – 500 ლარი

  ანკეტა

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა