ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს რიზეს რეჯებ ტაიპ ერდოგანის უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ხუსეინ კარამანი და პროფესორ-მასწავლებლები ეწვივნენ. შეხვედრის ფარგლებში უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორებმა ხელი მოეწერეს ,,მევლანას” გაცვლითი პროგრამის ორმხრივ ხელშეკრულებას, რომელიც სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების გაცვლას ითვალისწინებს. სტუდენტებს შეუძლიათ თურქეთის რესპუბლიკის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ისწავლონ ერთი ან ორი სემესტრით, ხოლო აკადემიურ პერსონალს ლექციების ჩატარება შეუძლიათ ერთი კვირიდან სამი თვის განმავლობაში.
გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებს, რომელთაც კარგი აკადემიური მოსწრება აქვთ და ფლობენ ინგლისურ ენას. კონკურსში გასულ სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების აღმასრულებელი საბჭო ყოველთვიურ სტიპენდიას დაუნიშნავს.
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ,,მევლანას” გაცვლით პროგრამას ახორციელებს სამსუნისა და ართვინის უნივერსიტეტებთან. პროგრამის ფარგლებში საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის ასისტენტ პორფესორი გუგული დუმბაძე, ბიოლოგიის დეპარტამენტის ასისტენტ პროფესორი ნინო ლომთათიძე და განათლების ფაკულტეტის მასწავლებელი ლია ინაიშვილი ერთი თვით ართვინის ჭოროხის უნივერსიტეტში იმყოფებოდნენ. შეხვედრაზე პროფესორმა გუგული დუმბაძემ ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის მიერ ჭოროხის უნივერსიტეტში წარმოებული კვლევა-ძიების შედეგები წარმოადგინა.
უკან |