სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის სტუდენტების მიერ დაარსებული ორგანიზაცია „აბროგაციისა“ და სტუდენტური თვითმმართველობის ხელშეწყობით საქველმოქმედო საღამო ჩატარდა. ბათუმის №6 და №2 საჯარო სკოლების ინკლუზიური ჯგუფების მოსწავლეების მონაწილეობით ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სპექტაკლი „ფიროსმანი“ გაიმართა. უნარშეზღუდულმა მოზარდებმა წარმოდგენის პარალელურად უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფოიეში საკუთარი ნახატებისა და ნამუშევრების გამოფენა მოაწყვეს. ღონისძიებები მიზნად ისახავდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების ინტეგრირებასა და ახალგაზრდებში ცნობიერების ამაღლებას.
უკან |