კონკურსანტთა საყურადღებოდ!
ბსუ-ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2017 წლის 11 ოქტომბრის N01-11/70 ბრძანებით გამოცხადებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზოგიერთი დამხმარე სტრუქტურული ერთეულის პერსონალის შესარჩევი კონკურსის მე-2 ეტაპი - ტესტირება ჩატარდება ბსუ-ს საგამოცდო ცენტრში (ქ. ბათუმი, ფიროსმანის ქ. N12, მე-3 სართული) შემდეგ ვადებში:
ა) ტესტირება საკონკურსო თემატიკაში - 2017 წლის 6 ნოემბერს, 14:00 სთ-ზე;
ბ) ტესტირება უცხო ენაში - 2017 წლის 8 ნოემბერს, 14:00 სთ-ზე.
ტესტირებაზე დაშვებისათვის კონკურსანტებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია (თან უნდა იქონიონ პირადობის მოწმობა). რეგისტრაცია დაიწყება ტესტირების დაწყებამდე ნახევარი საათით ადრე, მაგრამ არაუგვიანეს 5 წუთით ადრე.
დაგვიანებული კონკურსანტები ტესტირებაზე არ დაიშვებიან.
უკან |