
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს მსურველთა მიღებას უნივერსიტეტის გოგონათა ფოლკლორულ ანსამბლ „თირინში“ (პედაგოგი თეიმურაზ დოლიძე). კასტინგი გაიმართება 7 ნოემბერს 13:00 საათზე, უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში.
კასტინგში მონაწილე უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
- მუსიკალური სმენა;
- ვოკალური მონაცემები;
- მუსიკალური რიტმის შეგრძნება;
- სასურველია რომელიმე ხალხური მუსიკალური ინსტრუმენტის ფლობა.
დამატებითი ინფორმაციისა და რეგისტრაციისთვის მიმართეთ სტუდენტთა კარიერული განვითარების, კულტურისა და სპორტის სამსახურს, აუდიტორია №28. ტელ.: 577502068
უკან |