
22 ნოემებრს, 11:00 საათზე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 534-ე აუდიტორიაში (II კორპუსი) დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ორგანიზებით სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისათვის შეხვედრა გაიმართება ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე. უფლებების დაცვის სამდივნოს უფროსი ნატალია ჯალიაშვილი და ამავე სამდივნოს მრჩეველი თორნიკე დვალი ისაუბრებენ სოციალური და სამოქალაქო-პოლიტიკური უფლებების ურთიერთდამოკიდებულებასა და მათი განუყოფლობის საკითხებზე.
უკან |