დამდეგი შობა-ახალი წელი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ტრადიციული ღონისძიებით აღინიშნა. სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს დღესასწაული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორის მოადგილემ ნათია წიკლაშვილმა მიულოცა, წარმატებები უსურვა და განვლილი წელი შეაჯამა. სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის ერთობლივ საახალწლო კონცერტზე უნივერსიტეტის ანსამბლმა „ტბეთმა“ ქორეოგრაფ ზურაბ სვანაძის მიერ დადგმული ფოლკლორული ცეკვები: „აჭარული“, „აფხაზური“ და „მთიულური“ შეასრულა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ასევე გოგონათა და ვაჟთა ვოკალურმა ანსამბლებმა და სხვასხვა შემოქმედებითმა ჯგუფმა. კონცერტის ფარგლებში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ახალგაზრდების დასახმარებლად საქველმოქმედო გამოფენა გაიმართა.
უკან |