![გადიდება სურათი](https://bsu.ge/text_images/ge_pic_9236_1_s.jpg)
8 დეკემბერს, 12:00 საათზე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი მონაწილეობას მიიღებს სამშენებლო მასალებისა და ტექნოლოგიების მე-7 საერთაშორისო გამოფენაში “BATUMI BUILD 2017", რომელიც გაიმართება სასტუმრო "შერატონში". 3-დღიან გამოფენაზე სტუმრებს საშუალება ექნებათ დაათვალიერონ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიური ფაკულტეტის ბაზაზე არსებულ ინოვაციურ ლაბორატორიაში სტუდენტების მიერ შექმნილი სხვადასხვა სახის კონსტრუქციები და შენობა-ნაგებობების მაკეტები. გამოფენა იმართება “ჯეონეტ ექსპოს“ ორგანიზებით.
უკან |