მწერალი დათო ტურაშვილი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა

სურათი

ევროკავშირის კულტურის დღეების ფარგლებში მწერალი დათო ტურაშვილი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა. მწერალმა სტუდენტებს მისივე წიგნი ,,დოდოს მოლოდინში“ და ჩეხი მწერლის მილან კუნდერას რომანი ,,ყოფიერების აუტანელი სიმსუბუქე“ წარუდგინა, რომლებიც ემიგრაციის პრობლემებს ეძღვნება. დათო ტურაშვილი ახალგაზრდებს ემიგრაციაში მყოფ ქართველებზე, კულტურულ ადაპტაციაზე, პატრიოტიზმზე, ევროინტეგრაციის პირობებში ეროვნული იდენტობის შენარჩუნებასა და კულტურულ-სოციალურ გარემოზე ესაუბრა. შეხვედრა დიალოგის რეჟიმში წარიმართა და მწერალმა სტუდენტების აქტუალურ შეკითხვებს უპასუხა. ღონისძიება ევროკავშირის საქართველოს წარმომადგენლობის ორგანიზებით გაიმართა. 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა