სტუდენტთა საყურადღებოდ, დაიწყო მობილობის პროცესი!

გარე მობილობის პროცესი

სხვა უმაღლესი სასწავლებლებიდან ბსუ–ში მობილობის  წესით  ჩარიცხვის მსურველი  სტუდენტი   ვალდებულია  განათლების  ხარისხის  განვითარების ეროვნული  ცენტრის  ელექტრონულ  პორტალზე  (www.students. eqe.ge) გაიაროს  რეგისტრაცია  2018 წლის  18 იანვრიდან  1 თებერვლის ჩათვლით.

სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან ბსუ–ში გადმოსვლის მსურველებმა  2018 წლის 7, 8, 9, 12  თებერვლის ჩათვლით უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) განცხადება;

ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის  ასლი;

გ) სრული ზოგადი განათლების მიღების დამადასტურებელი  დოკუმენტის ასლი; 

დ) სასწავლო ბარათის დამოწმებული ასლი/აკადემიური ცნობა სტუდენტის მიერ ათვისებული კრედიტების შესახებ;

ე) საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის ბრძანების დამოწ­მე­ბული ასლი;

ვ) უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

კრედიტების აღიარების დასკვნაზე თანხმობის შესახებ განცხადების რეგისტრაცია იწარმოებს 2018  წლის 13 თებერვლიდან 14 თებერვლის  ჩათვლით;

მისამართი: ნინოშვილის ქუჩა № 35, ოთახი № 1  (კანცელარია),  ტელ: +995 577 44 54 00

 

 

შიდა მობილობის პროცესი

ფაკულტეტის შეცვლის მსურველმა  ბსუ-ს სტუდენტებმა 2018  წლის 12, 13, 14  თებერვლის  ჩათვლით  უნდა წარმოადგინონ  შემდეგი დოკუმენტები:

ა)  განცხადება;

ბ) პირადობის დამადასტურებელი  მოწმობის  ასლი; 

გ) სასწავლო ბარათის ასლი, დამოწმებული ფაკულტეტის დეკანის მიერ;

დ) ცნობა  სტუდენტის სტატუსის შესახებ;

აღდგენის წესით ჩარიცხვის მსურველებმა (სტატუსშეჩერებულმა/ სტატუსშეწყვე­ტილმა პირებმა) ბსუ-ს სტუდენტებმა 2018  წლის 12, 13, 14  თებერვლის  ჩათვლით  უნდა წარმოადგინონ  შემდეგი დოკუმენტები:

ა) განცხადება;

ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის  ასლი; 

გ) სასწავლო ბარათის დამოწმებული ასლი/აკადემიური ცნობა სტუდენტის  მიერ ათვისებული კრედიტების შესახებ;

დ) სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის/შეჩერების შესახებ ბრძანების ასლი;

კრედიტების აღიარების დასკვნაზე თანხმობის შესახებ განცხადების რეგისტრაცია იწარმოებს 2018  წლის 15 თებერვლიდან 16  თებერვლის  ჩათვლით;

 

ფინანსური დავალიანების გამო სტატუსშეწყვეტილი/სტატუსშეჩერებული პირის აღდგენის წესით ჩარიცხვა განხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა აღდგენის წესით ჩარიცხვის მსურველი სრულად დაფარავს ფინანსურ დავალიანებას;

მისამართი: ნინოშვილის ქუჩა № 35, ოთახი № 1  (კანცელარია), ტელ: +995 577 44 54 00

  მობილობის ვადები
  მობილობის კვოტები

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა