სასწავლო პროცესის დეპარტამენტი

 სასწავლო პროცესის დეპარტამენტი არის ბსუ-ს დამხმარე სტრუქტურული ერთეული, რომლის შემადგენლობაში შედის შემდეგი სტრუქტურული ერთეულები:

ა) სასწავლო პროცესის მართვის სამსახური;

ბ) დიპლომების გაცემისა და რეესტრის სამსახური.

გ) სტუდენტთა ელექტრონული რესურსების მართვის სამსახური;

სასწავლო პროცესის დეპარტამენტის ფუნქციებია:

ა) უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების ხელშეწყობა და სასწავლო პროცესის ორგანიზაციული მხარდაჭერა;

ბ)  სტუდენტთა მობილობის (შიდა მობილობის) ორგანიზება და წარმართვა, ფაკულტეტებთან ერთად, უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის კოორდინირებით;

გ) პროგრამების ანკეტა-კითხვარების მომზადებისა და შეთანხმების პროცესში მონაწილეობა, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს დადგენილებით დამტკიცების შემდეგ მათი კანონმდებლობისა და უნივერსიტეტის სამართლებრივი აქტების შესაბამისად შესაბამის დაწესებულებაში (სტრუქტურულ ერთეულებში) გაგზავნა (შესაბამის პროგრამაში ასახვა);

დ) ბსუ-ს აკადემიური და მოწვეული პერსონალის სამუშაო დატვირთვის განსაზღვრის შესახებ რექტორის ბრძანებების პროექტების მომზადება (პერსონალის სამუშაო დატვირთვის ზღვრული ოდენობის, მათ შორის პროფესიული პროგრამების განხორციელებაში ჩართული ბსუ-ს პერსონალის სამუშაო დატვირთვის გათვალისწინებით,   საუნივერსიტეტო რეგულაციების დაცვით) და შრომის ანაზღაურების გაცემის შესახებ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ბრძანებების პროექტების მომზადება;

ე) აკადემიური პერსონალის აფილირების შესახებ საუნივერსიტეტო სამართლებრივი აქტის და ფაკულტეტების დარგობრივი დეპარტამენტებისა და ამავე დეპარტამენტებში ხარისხის მონიტორინგის სპეციალისტების შემადგენლობის განსაზღვრის შესახებ სამართლებრივი აქტების პროექტების  მომზადება;

ვ) ფაკულტეტებიდან ინიცირებული ბსუ-ს აკადემიური და მოწვეული პერსონალის შესარჩევი კონკურსების გამოცხადების შესახებ სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;

ზ) ბსუ-ს პერსონალის მიერ სამუშაო დატვირთვის შესრულების (სასწავლო პროცესის მიმდინარეობის) მონიტორინგი, გამოვლენილი ხარვეზების (არსებობის შემთხვევაში) აღრიცხვა და შემდგომი რეაგირებისათვის ღონისძიებების განხორციელება;

თ) სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონული სისტემის (შემდეგში - ,,სისტემა“) და სტუდენტური პორტალის  - www.portal.bsu.edu.ge (შემდეგში - ,,პორტალი“) ადმინისტრირება და მართვა;

ი)  საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის წარმოება/უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ადმინისტრირება (მომხმარებელი - უნივერსიტეტი, რომელსაც სისტემაში ავტორიზაციის გავლის შემდეგ ელექტრონულ სისტემაში გააჩნია მონაცემებზე მისთვის მინიჭებული წვდომის მასშტაბი);

კ) სტუდენტთა კონტიგენტთან დაკავშირებული ელექტრონულ მონაცემთა ბაზის შექმნა;

ლ) უნივერსიტეტის დიპლომების ფორმების შემუშავების, შეთანხმების, დამტკიცების და დამზადების პროცესის ორგანიზება (ინიცირება), დიპლომების/პროფესიული დიპლომების/სერტიფიკატების ფორმების აღრიცხვა, შენახვა და გაცემა, საქართველოს კანონმდებლობით და უნივერსიტეტის სამართლებრივი აქტებით დადგენილი წესით;

მ) უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროცესის ორგანიზებასთან, წარმართვასთან, სტუდენტებთან და პერსონალთან დაკავშირებით, საქართველოს კანონმდებლობის, უნივერსიტეტის სამართლებრივი აქტების მოთხოვნებისა და უნივერსიტეტის მართვის ორგანოების დავალებების (სამსახურებრივი განკარგულებების) შესრულება.

 

სასწავლო პროცესის დეპარტამენტის საკონტაქტო ინფორმაცია:

ტელ: +995(422) 29 27 03;       

დეპარტამენტის უფროსი - ამირან შარაძე

ელ. ფოსტა: a.sharadze@bsu.edu.ge

დეპარტამენტის სამუშაო ადგილი - ქ. ბათუმი,  ნინოშვილის/რუსთაველის ქ. 35/32, კორპუსი I, პირველი სართული, ოთახი N19

დიპლომების გაცემისა და რეესტრის სამსახურის სამუშაო ადგილი -

ქ. ბათუმი,  ნინოშვილის/რუსთაველის ქ. 35/32, კორპუსი III, ოთახი N 403 და N406

  ბსუ-ს სასწავლო პროცესის დეპარტამენტის დებულება

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა