ბსუ-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური არის ბსუ-ს დამხმარე სტრუქტურული ერთეული, რომელიც საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობის, ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს შრომის კოდექსის, უნივერსიტეტის წესდების, შინაგანაწესის, ეთიკის კოდექსის, ბსუ-ს საქმისწარმოების ინსტრუქციის, ბსუ-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის დებულების, სამსახურის პერსონალის სამუშაო აღწერილობის და საქმიანობასთან დაკავშირებული უნივერსიტეტის მართვის ორგანოების სხვა სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვით.
სამსახურის ამოცანებია: უზრუნველყოფილი იქნეს უნივერსიტეტის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მკაფიო, ზუსტი, სრული, ობიექტური, სტაბილური, განახლებული და ადვილი ხელმისაწვდომობა და ინფორმაციის გონივრულ ვადაში მიღების ინტერესის დაკმაყოფილება; ბსუ-ს ოფიციალური ვებგვერდი - www.bsu.edu.ge, ელექტრონული ფოსტა - info@bsu.edu.ge და სოციალური ქსელები (სოციალურ ქსელში ფეისბუქ-გვერდი (facebook) და სხვა სოციალური გვერდი (Instagram, Twitter, YouTube, Linkedin)) ასრულებდეს საკომუნიკაციო და საინფორმაციო ფუნქციას; სამსახურმა ხელი შეუწყოს საზოგადოებასთან კომუნიკაციის პროცესში სხვადასხვა არხების შედეგად მიღებული უკუკავშირის უნივერსიტეტის საქმიანობის ხარისხის გასაუმჯობესებლად გამოყენებას.
სამსახურის ამოცანების შესრულების მიზნით სამსახურის პერსონალი თანამშრომლობს ბსუ-ს სტრუქტურულ ერთეულებთან, მათი კომპეტენციის შესაბამისად (საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახური, ფაკულტეტები, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტები, პროფესიული პროგრამების მართვისა და უწყვეტი განათლების ცენტრი, სტუდენტთა კარიერული განვითარების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტი, სასწავლო პროცესის დეპარტამენტი და სხვა სტრუქტურული ერთეულები).
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ფუნქციებია:
ა) უნივერსიტეტის საქმიანობის შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობა, უნივერსიტეტის სასწავლო და სამეცნიერო პროცესების, დაგეგმილი ან/და განხორციელებული ღონისძიებების/აქტივობების შესახებ ოფიციალური შეტყობინებების, განცხადებების, პრესრელიზების და სხვა საინფორმაციო მასალების მომზადება, ვებგვერდზე განთავსება, ასევე ბსუ-ს სიახლეების, მიღწევების და საქმიანობის შესახებ მედიასაშუალებების მხრიდან საინფორმაციო მხარდაჭერის მიღების ხელშეწყობა;
ბ) უნივერსიტეტის ელექტრონული რესურსების (ოფიციალური ვებგვერდის, სოციალური ქსელების) და ბსუ-ს საკონტაქტო ელექტრონული ფოსტის - info@bsu.edu.ge მართვა და ადმინისტრირება, ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით და საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახურთან კოორდინირებულად;
გ) საკომუნიკაციო საშუალებებით (ელ.ფოსტა/სოც.ქსელი) შემოსულ კითხვებზე პასუხის გაცემა (ან გადამისამართება შესაბამისი ადრესატისათვის), სტუდენტთა/პროფესიულ სტუდენტთა/პერსონალის და სხვა დაინტერესებული პირების ინიციატივების და შენიშვნების შესახებ ბსუ-ს რექტორის და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ინფორმირება და მიღებული დავალების შესაბამისად ბსუ-ს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების/პერსონალის ჩართულობით მათი ანალიზი, უკუკავშირის დადებითი ეფექტის მისაღებად და საზოგადოებასთან კომუნიკაციის გაუმჯობესების მიზნით;
დ) უნივერსიტეტის საქმიანობის პოპულარიზაციის (მათ შორის ე.წ. ,,ღია კარის დღეები“), სასურველი იმიჯის შემუშავების/გამყარებისკენ მიმართული, საზოგადოების განვითარებაში წვლილის შეტანის მიზნით უნივერსიტეტის მიერ განსახორციელებელ სოციალურ პროექტებში ან/და საზოგადოებრივ ინტერესებზე ორიენტირებულ სხვა ღონისძიებებში მონაწილეობა/ორგანიზება-დაგეგმვა-განხორციელება რექტორთან/ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან შეთანხმებით და შესაბამისი ფაკულტეტის/სტრუქტურული ერთეულის/პროფესიული პროგრამების მართვისა და უწყვეტი განათლების ცენტრის ჩართულობით;
ე) სახელმწიფო ორგანოებთან, საზოგადოებრივ, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებთან და მასმედიასთან უნივერსიტეტის საქმიანი ურთიერთობების ჩამოყალიბების ხელშეწყობა;
ვ) უნივერსიტეტის საქმიანობის შესახებ საზოგადოებრივი აზრის, აგრეთვე მასობრივი ინფორმაციის საშუალებების (სოციალური ქსელი, პრესა და სატელევიზო სიუჟეტები) მასალების ყოველდღიური ანალიზი და ამის შესახებ უნივერსიტეტის რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ინფორმირება;
ზ) პრესკონფერენციების, რეგულარული ინტერვიუების, საგანგებო ბრიფინგების და სხვადასხვა ღონისძიების ორგანიზება/მოწყობა, უნივერსიტეტის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინირებული მუშაობით;
თ) უნივერსიტეტის გაზეთის „ბათუმის უნივერსიტეტი“ მატერიალური სახით გამოსაცემად მომზადება, უნივერსიტეტის ვებგვერდზე შესაბამისი ნომრის, ასევე საგაზეთო ჩანართების ელექტრონული ვერსიის მომზადება და განთავსება;
ი) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს კანონმდებლობით და უნივერსიტეტის აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების შესრულება.
ბსუ-ს სტუდენტების ან პროფესიული სტუდენტების და მათი სასწავლო პროცესის შესახებ ბსუ-ს ვებგვერდზე, სოციალურ ქსელებში, ბსუ-ს პორტალზე განსათავსებელ ინფორმაციას, ბსუ-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს აწვდის ბსუ-ს შესაბამისი საგანმანათლებლო/სტრუქტურული ერთეული (პროფესიული განათლების მიმართულებით - ბსუ-ს პროფესიული პროგრამების მართვისა და უწყვეტი განათლების ცენტრი).
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის პერსონალის სამუშაო (ფუნქციათა) აღწერილობა დამტკიცებულია ბსუ-ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ბრძანებით.
საზოგადოებასთან ურთიერთობის უფროსი ასრულებს სამსახურის დებულებით განსაზღვრულ სამუშაოს, ხელმძღვანელობასა და საერთო კოორდინაციას უწევს სამსახურის დებულებით და სამსახურის პერსონალის სამუშაო აღწერილობით გათვალისწინებული სამსახურის ამოცანებისა და პერსონალის ფუნქცია-მოვალეობების შესრულებას. სამსახურის უფროსი კომპეტენციის ფარგლებში პასუხისმგებელია „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით ბსუ-ს ვებგვერდის ადმინისტრირებაზე/უნივერსიტეტში არსებული საჯარო ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებაზე (ელ.ფოსტის მეშვეობით - web@bsu.edu.ge ).
სამსახურის საკონტაქტო ინფორმაცია:
სამსახურის უფროსი - ნინო დოლიძე
ტელ: +995 (422) 27–15–39;
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
მისამართი: ქ. ბათუმი, რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35, კორპუსი I, მე-2 სართული
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის პერსონალის სამუშაო აღწერილობა (N01-10/69, 24.06.2022 წ)საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის დებულება (N07-01/35, 24.06.2022 წ)
ბსუ-ს ვებგვერდის ადმინისტრირების წესი (N01-11/47, 14.06.2017წ)
უკან |