ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის არაფორმალური განათლების ცენტრი აცხადებს მიღებას მსურველთათვის ჩინური ენის კურსებზე (მასწავლებელი დავით ანდღულაძე). პროგრამა შესაძლებლობას გაძლევთ, შეისწავლოთ ჩინური ენა ნულოვანი დონიდან. საქართველოში გამოცემული ქართულენოვანი სახელმძღვანელოსა ("ჩინური ენის პრაქტიკული კურსის") და აუდიო მასალების მეშვეობით მარტივად, ხარისხიანად შეძლებთ ჩინური ენის საფუძლვიანად შესწავლას.
ზოგადი ჩინური ენის კურსი მოიცავს სწავლების 6 ეტაპს. თითოეული ეტაპის ხანგრძლივობა შეადგენს 14 კვირას, კვირაში 4 გაკვეთილი (2 გაკვ./დღე) სამუშაო დღეებში სწავლა დაიწყება 18:00 საათზე.
პროგრამის ღირებულება შეადგენს 600 ლარს. სწავლის საფასურის ნახევარი მსმენელმა უნდა დაფაროს წინასწარ, ხოლო მეორე ნახევარი სწავლის დაწყებიდან ერთი თვის შემდეგ.
ყოველი მეორე ეტაპის წარმატებით გავლის შემთხვევაში, მსმენელს გადაეცემა შესაბამისი სერტიფიკატი.
სწავლების პროცესში ჩატარდება დამატებთი კონსულტაციები ჩინური ენის დონის საერთაშორისო სერტიფიკატის (HSK) გამოცდისთვის.
რეგისტრაცია გაგრძელდება 1 მარტამდე.
მეცადინეობა დაიწყება 1 მარტიდან. მსურველებმა გაიარეთ რეგისტრაცია 39-ე ოთახში, 15.00 სთ-დან 17.00 სთ-მდე.
უკან |