ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო საზღვაო ხომალდის "Mount Whitney"-ის ბენდის კონცერტი გაიმართა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ღონისძიებას საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რიჩარდ ნორლანდი, უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ალიოშა ბაკურიძე, ქალაქ ბათუმის მერი ჯემალ ანანიძე, პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. კონცერტის დასასრულს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ამერიკის შესწავლის ცენტრს ეწვია, ორი ქვეყნის მეგობრულ ურთიერთობებზე ისაუბრა და სურვილი გამოხატა მომავალი ვიზიტის ფარგლებში სტუდენტებთან შეხვედრისა.
უკან |