ვიზიტი მარმარასა და ფათიჰის უნივერსიტეტებში

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის დელეგაცია სამდღიანი ვიზიტით პროგრამის ,,სახელმწიფო და კერძო სასწავლებლების საგანმანათლებლო სისტემები თურქეთში’’ ეგიდით თურქეთის რესპუბლიკაში, ქალაქ სტამბულში იმყოფებოდა. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორი, ფაკულტეტის დეკანები და პროგრამის კორდინატორი ემზარ მაკარაძე მარმარასა და ფათიჰის უნივერსიტეტებს ეწვივნენ. ვიზიტის ფარგლებში უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ალიოშა ბაკურიძემ და ფათიჰის უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა ფეჰრეთინ გუცინმა თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. ხელშეკრულება ითვალისწინებს პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტების გაცვლასა და ერთობლივი სამეცნიერო-კვლევა ძიების წარმოებას ბიოლოგიისა და მედიცინის მიმართულებით. მარმარას უნივერსიტეტში რექტორთან, პროფესორ ზაფერ გულისთან შეხვედრისას დაიგეგმა ,,მევლანას’’ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში მემორანდუმის გაფორმება. 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა