პროფესორ-მასწავლებლები ხულოსა და შუახევის სკოლების მეთორმეტე კლასელებს შეხვდნენ

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები ხულოსა და შუახევის საჯარო სკოლების მეთორმეტე კლასის მოსწავლეებს შეხვდნენ. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიურმა პერსონალმა აბიტურიენტებს კონსულტაციები გაუწიეს, რაც ახალგაზრდებს ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებაში დაეხმარება. მათ მეთორმეტე კლასელებს ასევე გააცნეს უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამები და არსებული სიახლეები. აჭარის მაღალმთიანეთში გამართული შეხვედრები კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და პროფესორ-მასწავლებლებმა მოსწავლეების აქტუალურ შეკითხვებს უპასუხეს. 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა