DAAD-ის (გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური) ქუთაისის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელმა როლფ ცაილერმა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისათვის საინფორმაციო შეხვედრა გამართა. გერმანელმა პროფესორმა შეხვედრაზე მიმდინარე სასტიპენდიო პროგრამები წარმოადგინა, ისაუბრა საზაფხულო სკოლებზე, კვლევით და სასწავლო სტიპენდიებზე. DAAD-ის წარმომადგენელმა დეტალურად განიხილა საკონკურსო პირობები, განაცხადის შეფასების სპეციფიკა და კონკურსანტთა შერჩევის კრიტერიუმები.
დაინტერესებულ პირებს დეტალური ინფორმაცია სტიპენდიების შესახებ შეუძლიათ იხილონ ვებგვერდზე.
უკან |