სტუდენტური აქცია - "შეაჩერე ანექსია"

სურათი

"შეაჩერე ანექსია" - ამ მოწოდებით ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა ცოცხალი ჯაჭვით მცოცავი ოკუპაცია გააპროტესტეს და დაგმეს. სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით, ახალგაზრდები ილია ჭავჭავაძის ძეგლთან შეიკრიბნენ, ცოცხალი ჯაჭვით იაკობ გოგებაშვილის ქუჩის მიმართულებით გაემართნენ და წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს იუნკერების ხსოვნას. სტუდენტური აქცია ქვეყნის მასშტაბით 15:00 საათზე დაიწყო, ერთდროულად შვიდ ქალაქში: თბილისში, ბათუმში, რუსთავში, თელავში, გორში, ქუთაისსა და ზუგდიდში მიმდინარეობდა და მასში სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტები მონაწილეობდნენ. ახალგაზრდების განცხადებით, აქციის მიზანია დაანახონ საერთაშორისო საზოგადოებას, როგორც პოლიტიკურ მოკავშირეებს, ისე მოწინააღმდეგეებს, რომ პოლიტიკური და იდეოლოგიური განსხვავებების მიუხედავად, საქართველოს მოქალაქეების აბსოლიტური უმრავლესობა არ ეგუება და ერთიანი ძალებით იბრძვის მცოცავი ოკუპაციის წინააღმდეგ. 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა