მემორანდუმი ტერნოპილის ეროვნულ ეკონომიკურ უნივერსიტეტთან

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ალიოშა ბაკურიძემ და ტერნოპილის ეროვნული ეკონომიკური უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ანდრეი კრისოვატოვმა თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. ხელშეკრულება მიზნად ისახავს სტუდენტთა, პროფესორ-მასწავლებელთა და მკვლევართა გაცვლითი პროგრამების განხორციელებას, ერთობლივი კვლევების წარმოებას, საერთაშორისო სამეცნიერო და პრაქტიკული კონფერენციების, სემინარების, სიმპოზიუმების, კონგრესებისა და ტრენინგების ჩატარებას. მხარეთა შეთანხმებით, შემუშავდება საგანმანათლებლო პროგრამები და ხელი შეეწყობა ერთობლივი ცენტრების, ლაბორატორიების, ტექნიკური პარკების შექმნას. მემორანდუმის გაფორმების შემდეგ პროფესორი ანდრეი კრისოვატოვი სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის სტუდენტებთან ერთად პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდა და სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებებზე ისაუბრა. 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა