2018 წლის 5-6-7 ივნისს, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში გაიმართება მეორე საერთაშორისო სამეცნიერო სიმპოზიუმი „კათოლიკური მემკვიდრეობა საქართველოში“. სიმპოზიუმის მიზანია კათოლიკური მემკვიდრეობის, ქართული კულტურისა და ცნობიერების ჩამოყალიბებაში რომის კათოლიკე ეკლესიის მნიშვნელობის გაანალიზება. კონფერენციაში მონაწილეთა რეგისტრაცია სრულდება 27 აპრილს. დეტალური ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ვებგვერდზე: http://sabauni.edu.ge/ge/upcoming-events/item/106
უკან |