სტუდენტები ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეხვდნენ

სურათი

სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის სტუდენტები ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეხვდნენ. მოსამართლე დავით მამისეიშვილმა სამართალმცოდნეობის სპეციალობის პირველკურსელებს უწყების მუშაობა, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს სპეციფიკა გააცნო და მომავალი კოლეგების აქტუალურ შეკითხვებს უპასუხა. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ბათუმის საქალაქო სასამართლო ორი წლის წინ დადებული მემორანდუმის ფარგლებში სხვადასხვა სახის პროექტებს ახორციელებენ. ტარდება ერთობლივი სამეცნიერო კონფერენციები, სემინარები და საჯარო ლექციები. სამართალმცოდნეობის სპეციალობის სტუდენტები სასამართლოში პრაქტიკულ კურსს გადიან და მონაწილეობენ სტაჟირების კონკურსში. 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა