უნივერსიტეტს მწერლები ეწვივნენ

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარე მაყვალა გონაშვილი, აჭარის მწერალთა კავშირის თავმჯდომარე დავით თედორაძე, ჟურნალ „ცისკრის“ რედაქტორი ბაღათერ არაბული, პოეტები ვახტანგ ღლონტი და ბელა ქებურია ეწვივნენ. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორთან, პროფესორ ალიოშა ბაკურიძესთან და პროფესორ-მასწავლებლებთან გამართულ შეხვედრაზე მწერლებმა სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებებსა და ერთობლივი პროექტების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. საქართველოს მწერალთა კავშირმა ჟურნალ „ცისკირის“ 120 წლის იუბილესთან დაკავშირებით საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო-შემეცნებითი პროექტის „ბიბლიოთეკა ბორბლებზე“ ფარგლებში, უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას საჩუქრად წიგნები და ჟურნალები გადასცა. 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა