ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას შემდეგ მოდულურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე: მეფუტკრე (III საფეხური), ვებინტერფეისის დეველოპერი (III საფეხური), ვებინტერფეისის დიზაინერი (III საფეხური), ბაგა-ბაღის აღმზრდელი პედაგოგი (V საფეხური), პრაქტიკოსი ექთანი (V საფეხური), ფარმაცევტის თანაშემწე (IV საფეხური), ბიბლიოთეკარი (IV საფეხური), არქიტექტორ-ტექნიკოსი (IV საფეხური).
რეგისტრაცია: პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის მსურველებს რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ 2018 წლის 10 აპრილიდან 22 აპრილის ჩათვლით 10:00-დან 17:00 საათამდე.
მისამართი: ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, (ქალაქი ბათუმი, ნინოშვილის/რუსთაველის N35/32, მე-3 კორპუსში (ყოფილი საერთო საცხოვრებლის შენობა), მეოთხე სართულზე, ოთახი N 404).
ასევე შესაძლებელია რეგისტრაციის გავლა რესურსცენტრებსა და ონლაინრეჟიმში შემდეგ მისამართებზე:http://www.vet.emis.ge. https://bsu.edu.ge/sub-54/page/2-429/index.html
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე დარეგისტრირებულ აპლიკანტთა პრეტესტი (იმიტირებული გამოცდა) ჩატარდება 2018 წლის 5 მაისს (პრეტესტის ჩატარების ადგილი მითითებული იქნება რეგისტრაციის შედეგად აღებულ საგამოცდო ბარათში).
მისაღები გამოცდა (ტესტირება) ჩატარდება 2018 წლის 6 მაისს, სწავლა დაიწყება 2018 წლის 30 მაისს.
დანართიუკან |