საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი

შავი ზღვის დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნა

სურათი

შავი ზღვის დაცვის საერთაშორისო დღე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში რამდენიმე ღონისძიებით აღინიშნა. საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის ორგანიზებით ბსუ-ს ლექტორმა, ასოციაციის „მწვანე სექტორის“ ექსპერტმა რამაზ მიქელაძემ საჯარო ლექცია წაიკითხა შავი ზღვის პრობლემებზე და ეკოტური მოეწყო ბათუმის ზღვისპირა ზოლის ეკოლოგიური მდგომარეობის გასაცნობად. მომხსენებელმა სტუდენტებს შავი ზღვის დაბინძურებისა და ბიომრავალფეროვნების შემცირების პრობლემები გააცნო. 

ეკოტურის მიზანი იყო გარემოსდაცვითი განათლების ამაღლება სტუდენტებში და ბათუმის ზღვისპირა ზოლის ეკოლოგიური პრობლემების გაცნობა ზღვაში, სარფი-გონიოს და მწვანე კონცხის მიმდებარე ტერიტორიაზე.

შავი ზღვის ეკოლოგიური პრობლემების შესახებ სტუდენტებს ინფორმაცია მიაწოდეს გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტმენტის ხელმძღვანელმა არჩილ გუჩმანიძემ, ბსუ-ს უნივერსიტეტის პროფესორმა, ბიოლოგიის დეპარტამენტის ხელმღვანელმა დავით ბარათაშვილმა, ასოცირებულმა პროფესორმა ნინო ლომთათიძემ და ასისტენტ პროფესორმა გუგული დუმბაძემ.  ეკოტურში მონაწილეობდნენ ეკოლოგიის, ბიოლოგიის, გეოგრაფიისა და აგრარული მიმართულების სტუდენტები.

შავი ზღვის საერთაშორისო დღე შავი ზღვის აუზის ყველა ქვეყანაში და მათ შორის საქართველოში 1996 წლიდან აღინიშნება. ქ. სტამბოლში შავი ზღვის აუზის ქვეყნებმა და მათ შორის საქართველომ ხელი მოაწერა შავი ზღვის დაცვის სტრატეგიულ სამოქმედო გეგმას, რაც ამ უნიკალური აუზის გარემოს დაცვის, აღდგენის და გონივრული მართვის ეროვნული პასუხისმგებლობას გულისხმობს.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა