4-8 აპრილს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აკადემიური განვითარების და სტრატეგიული დაგეგმვის დეპარტამენტში ტრენინგი „ობიექტურად სტრუქტურირებული კლინიკური გამოცდა (OSCE) - ჩატარების და შეფასების მეთოდოლოგია” ჩატარდა. ტრენინგში მონაწილეობა მიიღო ბსუ-ს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის სტომატოლოგიის და დიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელებაში ჩართულმა პერსონალმა. სწავლება ინტერაქტიური ფორმით წარიმართა და მსმენელები აქტიურად მონაწილეობდნენ ყოველდღიურ დისკუსიებში. ტრენინგის დასასრულს მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.
უკან |