საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი

ბსუ-ში ქართულ-გერმანული სამეცნიერო პრაქტიკული კონფერენცია გაიმართა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა ქართულ-გერმანული სამეცნიერო პრაქტიკული კონფერენცია თემაზე: ,,პაროდონტიტი,  პერიმპლანტიტი - ბიოლოგიურად  მინიმალური  ინვაზიური მიდგომა“. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს ბსუ-ს სტომატოლოგიის დეპარტამენტის პროფესორ-მასწავლებლებმა, პრაქტიკოსმა ექიმ-სტომატოლოგებმა და სტომატოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებმა. სესიის გარგლებში საუნივერსიტეტო კლინიკა ,,ბსუ-დენტში“  ჩატარდა მასტერ-კლასი კომპანია „DURR DENTAL”-ის წარმოებული ვექტორის აპარატით პაროდონტისა და   პერიმპლანტის დაავადებათა   მკურნალობის  პრინციპების სწავლების მიზნით.

სპიკერი: ივან ჩატოვიჩი - პაროდონტოლოგი, ხორვატიის პაროდონტოლოგთა ასოციაციის საბჭოს წევრი, იმპლანტოლოგიის მაგისტრი (MOI), DSD რეზიდენტი 1&2, სამაგისტრო პროგრამა ესტეტიკურ და ფუნქციონალურ რეაბილიტაციაში.

მასტერ-კლასის დასასრულსს, შპს ,,კორპორაცია დენტსტალის“ გენერალურმა დირექტორმა, კომპანია „DURR DENTAL“-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა საქართველოში ნიკო  ბეჟუაშვილმა საუნივერსიტეტო  კლინიკა ,,ბსუ დენტს“ საჩუქრად გადასცა ვექტორის აპარატი.

კონფერენცია ჩატარდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებითa და გერმანული კომპანიების „DURR DENTAL”და“DENTSTAL” მხარდაჭერით.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა