საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი

ბსუ-ში ქიმიის დღე აღინიშნა

სურათი

ქიმიის დღე ბათუმის შოთ რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში რამდენიმე ღონისძიების აღინიშნა. თემურ ზაქარაძის სახელობის ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ხარაულის საჯარო სკოლის X-XI კლასის მოსწავლეები ქიმია-ბიოლოგიის წამყვანის მასწავლებელის, მაია ხარაძის ხელმძღვანელობით საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის ქიმიის დეპარტამენტსა და დასავლეთ საქართველოს ქრომატოგრაფიის ცენტრს ეწვივნენ. მოსწავლეები დაესწრნენ ქიმიის პოპულარიზაციის მიზნით ჩატარებულ ქიმიის სახალისო ექსპერიმენტებს. ქიმიის დეპარტამენტის  პროფესორებმა ჩაატარეს თავისუფალი ლექცია ქიმიის თანამედროვე გამოწვევებსა და მიმდინარე ქიმიურ კვლევებზე, მათ შორის  ვაზისა და ღვინის მიმართულებით. მოსწავლეებმა ნახეს ღვინის სტანდარტული ანალიზების: ღვინოში ალკოჰოლის, ნარჩენი შაქრის, აქტიური მჟავიანობის -  pH-სა და ტიტრული მჟავიანობის განსაზღვრის მეთოდები.

ვიზიტი სკოლაში მიმდინარე პროექტის ,,ღვინის ხარისხის კონტროლის“ ფარგლებში განხორციელდა. პროექტი მიზნად ისახავს თემში მეღვინეობის პოპულარიზაციის გაზრდას და მოსწავლეებში კვლევებისათვის აუცილებელი პრაქტიკული ჩვევების - ლაბორატორიული უნარ-ჩვევების, ანალიზისა და დასკვნის, თანამშრომლობის,  პრეზენტაციული უნარების განვითარებასა და  თეორიული ცოდნის განმტკიცებას.
 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა