
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში დიაბეტის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი აქცია „ცხოვრება დიაბეტის გარეშე“ გაიმართა. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სასწავლო ცენტრის ბაზაზე საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის კლინიკური თერაპიის დეპარტამენტის პროფესორ-მასწავლებლების ინიციატივით მსურველებს გაუკეთდა გლუკოზის განსაზღვრა სისხლში, მიეცათ შესაბამისი დიეტური და საჭიროების სამკურნალო რეკომენდაციები. აქციის ფარგლებში სტუდენტებისთვის ჩატარდა მასტერკლასი დიაბეტის დიაგნოსტიკისა და პრევენციის საკითხებზე.
უკან |