
შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში რამდენიმე ღონისძიებით აღინიშნა. შოთა რუსთველის დარბაზში გამართულ კონფერენციაზე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პროფესორ-მასწავლებლებმა, სტუდენტებმა, დაავადებათა კონტროლის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლებმა მოხსენებები წარმოადგინეს დაავადების წინააღმდეგ ბრძოლის გზებსა და სხვა აქტუალურ საკითხებზე. მომხსენებლებმა ყურადღება გაამახვილეს ისეთ თემებზე, როგორიცაა: „აივ/შიდსი - საკითხის პრობლემატურობა“, „აივ-გადაცემის გზები“, „ზიანის შემცირება“ და „C ჰეპატიტით დაავადებულ პირთა დიაგნოსტიკა აჭარში“. სესიის დასრულების შემდეგ გაიმართა ვიქტორინა, ვორქ-შოფი თემაზე: ,,ნიმუშის აღება სკრინინგული ტესტირებისათვის’’, HIV და C ჰეპატიტის ნებაყოფლობითი სკრინინგი და მობილური ლაბორატორია - HIV და C ჰეპატიტის ნებაყოფლობითი სკრინინგი.
შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, დაავადებათა კონტროლის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ორგანიზებით აღინიშნა
უკან |