საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი

მთის საერთაშორისო დღე აღინიშნა

სურათი
საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტთან არსებული ეკოკლუბის წევრთა ორგანიზებით მთის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ეკოლოგიისა და ეკოლოგია minor-ის სპეციალობის სტუდენტებმა ნაშრომები წარმოადგინეს მთის პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებთან დაკავშირებულ აქტუალურ საკითხებზე. ეკოლოგიის III კურსის სტუდენტებმა ანანო ხახუტაიშვილიმა და ნინო სითათაშვილმა მოხსენება წაიკითხეს თემაზე: „ეკოლოგიური პრობლემები საქართველოს მთიან რეგიონებში“, მარიანა ბერიძემ – „მთების სასიცოცხლო მნიშვნელობა, მათი არსებობის ხელმშემწყობი და ხელის შემშლელი ფაქტორები“, რუსუდან ბეჟანიძემ – „მთის პრობლემები და მათი გადაჭრის გზები“ და ხატია მესხიძემ – ქობულეთის ულამაზესი მთიანეთი და მისი „მომაკვდავი სოფლები“.  
 
ღონისძიების დასასრულს ახალგაზრდებმა იმსჯელეს სამოქალაქო საზოგადოების აქტიური ჩართულობის მნიშვნელობაზე და გამოთქვეს მოსაზრებები მთიან რეგიონში ანთროპოგენური ზემოქმედებით გამოწვეულ საფრთხეებსა და მათი გადაჭრის გზებზე. 
 

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა