საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი

წიგნის „ართვინის ბუნებრივი მცენარეულობა“ პრეზენტაცია ბსუ-ში

სურათი

თურქეთის ართვინის ჭოროხის უნივერისტეტის პროფესორ ოზგურ ემინაღაოღლუს წიგნის „ართვინის ბუნებრივი მცენარეულობა“ პრეზენტაცია გაიმართა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში. საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის ბიოლოგიის დეპარტამენტის პროფესორ-მასწავლებლებმა, მაგისტრანტებმა და დოქტორანტებმა, ბათუმის ბოტანიკური ბაღის მეცნიერ-თანამშრომლებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს წიგნის განხილვაში.

„ართვინის ბუნებრივი მცენარეულობა“ პროფესორ ოზგურ ემინაღაოღლუს ხელმძღვანელობით   ორი  წლის განმავლობაში მზადდებოდა. სახელმძღვანელოში აღწერილია  2727 სახეობის მცენარე, რომლებიც კლასიფიცირდებიან 137 ოჯახსა და   761 გვარში. წიგნი მოიცავს  მცენარეთა 3 000  ფერად ილუსტრაციას და  მას სამეცნიერო-კვლევითი და პრაქტიკული ღირებულება გააჩნია  არა მხოლოდ ბოტანიკოსებისათვის, არამედ ზოგადად, ბიოლოგიური მიმართულების  სპეციალისტებისა  და მთელი საზოგადოებისთვის.

პრეზენტაციის დასასრულს, საჯარო პრეზენტაციის ყველა მონაწილეს სამახსოვროდ,  წიგნები გადაეცა.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა