საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი

შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღე

სურათი

ბსუ-ს საბუნებისმეტყველო და ჯანდაცვის ფაკულტეტზე, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა შიდსის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია სტუდენტებისთვის – ,,აირჩიე ჯანმრთელობა“.

კონფერენციის მიზანი  მოზარდთა ცნობიერების ამაღლება, მავნე ჩვევების, მათგან გამოწვეული დაავადებების, თავის დაცვისა და აუცილებლად გასატარებელი ღონისძიებების შესახებ ინფორმირება იყო. კონფერენციის ფარგლებში პრეზენტაციები წარმოადგინეს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო  მეცნიერებათა და ჯანდაცვის  ფაკულტეტის მედიცინის მიმართულების და დიპლომირებული მედიკოსის ინგლისურენოვანი პროგრამის  II - III კურსის სტუდენტებმა.

კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო შემდეგი თემები: “ნარკომანია სოციალური პრობლემა“, HIV-ის კო-ინფექციები”, ნარკოტიკზე დამოკიდებულება,“ ,,ჰეპატიტი“," ალკოჰოლის ზემოქმედება ადამიანზე" და სხვ. "აზარტული თამაშები და თავისუფალი დრო"  და სხვა.

კონფერენციის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცათ სამახსოვრო საჩუქრები და სერტიფიკატები.

სტუდენტური კონფერენცია შიდსის ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით და ბათუმის განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრის (BEDEC) პროგრამის „მომავლის თაობა“ მხარდაჭერით გაიმართა.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა