საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი

„დიპლომამდელი სამედიცინო განათლების რეფორმა“

სურათი

ბათუმის რეფერალური საავადმყოფოს ბაზაზე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებისათვის USAID-ის პროგრამა „შენარჩუნების“ მხარდაჭერით ტრენინგი ჩატარდა თემაზე: „დიპლომამდელი სამედიცინო განათლების რეფორმა“. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორმა თინათინ ჩიქოვანმა, ასისტენტ პროფესორმა თამარ ანელავამ და თინათინ გაგუამ საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის ჯანდაცვის მიმართულების აკადემიურ პერსონალს სამედიცინო განათლების მნიშვნელოვანი საკითხები გააცნეს. სამედიცინო განათლების რეფორმის ინიციატივის ფარგლებში, უნივერსიტეტთან არსებულ სამედიცინო განათლებისა და მედიკოსთა პროფესიული განვითარების ცენტრს უსასყიდლოდ გადმოეცა სამეანო და გინეკოლოგიური სიმულატორების სრული პაკეტი.

სამი დღის განმავლობაში ტრენინგის მონაწილეები ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს ეცნობოდნენ, როგორიცაა: მოზრდილთა სწავლების პრინციპები, სამეცნიერო მტკიცებულებები და დისკუსიაზე დაფუძნებული სწავლება, პრეზენტაციების შედგენის ხელოვნება, შეფასების თანამედროვე მეთოდები, მრავლობითი არჩევანის ტესტების შედგენის მეთოდოლოგია და ობიექტურად სტრუქტურირებული კლინიკური გამოცდის (OSCE) ჩატარების მეთოდები. ასევე ყურადღება იყო გამახვილებული ობიექტურად სტრუქტურირებული კლინიკური გამოცდის (OSCE) საკითხებზე, რომელიც კლინიკური უნარ-ჩვევების გამოცდის ჩაბარებას ითვალისწინებს.

USAID Sustain


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა