საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი

„მომავლის ტექნოლოგიები და სიცოცხლის ხარისხი“

სურათი

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „მომავლის ტექნოლოგიები და სიცოცხლის ხარისხი“ გაიხსნა სასტუმრო „რადისონ ბლუ“-ს საკონფერენციო დარბაზში. ორი დღის განმავლობაში ათი 10 ქვეყნის 270 მონაწილე ბოლო პერიოდში წარმოებული კვლევების შედეგებს განიხილავს და არსებულ პრობლემებზე იმსჯელებს. საერთაშორისო ფორუმის მიზანია სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერთა კვლევების გაცნობა და განხილვა მომავლის ტექნოლოგიების ჭრილში, რომელთა გამოყენებითაც შესაძლებელია დაავადებების დროული დიაგნოსტიკა, პროფილაქტიკა, ეფექტური, ხარისხიანი და უსაფრთხო მკურნალობა. მკურნალობა ეფუძნება გენეტიკურ კვლევებს იმ თანამედროვე ხედვებს, მიღწევებს, ტრადიციულ, უჯრედულ, ბიო, იმუნო და ნანოტექნოლოგიებში, რომლის საფუძველზეც მოხდა დაავადების დიაგნოსტიკა, ბიოლოგიურად აქტიური მოლეკულის გამოვლენა, და სამიზნე ორგანოში, ქსოვილსა თუ უჯრედში მიზანმიმართული მიწოდების წამალთფორმების და სისტემების დიზაინისა და ტექნოლოგიის შემუშავება.

სამეცნიერო მოხსენებები წარმოდგენილი იქნება შემდეგ მიმართულებებში:

  •  „მომავლის ტექნოლოგიები და მასალები  მედიცინაში“;
  • „მომავლის ტექნოლოგიები და სამკურნალო საშუალებები“;
  • „გარემო და ჯანმრთელობა“;
  • მომავლის ტექნოლოგიები და განათლება: „განათლების ხარისხი – სიცოცხლის ხარისხი“.

   
სამეცნიერო კონფერენცია კონფერენცია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს „უმაღლესი განათლების ხელშეწყობის“ ქვეპროგრამის ფარგლებში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, შპს  „ბაუ ინთერნეიშენალ უნივერსითი ბათუმისა“ და საქართველოს ფარმაცევტთა ასოციაციის ორგანიზებით   იმართება.
 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა